რეზონანსი
07.05.2026

მილანი ჩრდილოეთ იტალიის მთავარი ქალაქია, დებარეობს ლომბარდიის დაბლობზე. ქალაქის ფარგლებში 1 308 500 მცხოვრებია (2004), თუმცა მის აგლომერაციაში 3 მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობს, რაც თითქმის მესამედია ლომბარდიის რეგიონის, სადაც 10 მილიონზე მეტი მცხოვრებია.

მილანის სახელი მრავალი საუკუნის განმავლობაში იწერებოდა როგორც მაილანდი, რომელიც ამჟამადაც ამ ქალაქის გერმანული სახელია. ეს სახელი მომდინარეობს კელტური Mid-lan-იდან (შუა გავაკებაზე) და რომაელთათვის ცნობილი იყო როგორც მედიოლანუმი.

მილანის პროვინცია ლომბარდიის დასავლეთ ნაწილშია და ფარავს 1 981 კვ.კმ-ს საერთო მოსახლეობით 3 838 818 (2004); პროვინცია 188 კომუნისგან შედგება.

ქალაქი განთქმულია მოდის ფირმებითა და მაღაზიებით. აქვეა მსოფლიოში უძველესი სავაჭრო ცენტრი Galleria Vittorio Emanuele პიაცა დუომოზე (ტაძრის მოედანი). მილანი მსოფლიო მოდისა და დიზაინის ერთ-ერთ დედაქალაქთაგანია ნიუ-იორკის, პარიზის, ლონდონისა და ტოკიოს გვერდიგვერდ. ქალაქი ასევე ევროპის ერთ-ერთ უმთავრეს საფინანსო და ბიზნეს ცენტრად ითვლება. მილანი ასევე ცნობილია აქ წარმოებული ავტომანქანებით ალფა-რომეო და აბრეშუმის ქსოვილით.

გასულ თვეში მილანის დიზაინის კვირეულმა კიდევ ერთხელ აქცია მილანი თანამედროვე დიზაინის გლობალურ ცენტრად. ეს მასშტაბური ღონისძიება, რომელიც ყოველწლიურად აერთიანებს არქიტექტორებს, დიზაინერებს, ბრენდებსა და ხელოვანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას, სადაც ყალიბდება და ვრცელდება დიზაინის უახლესი ტენდენციები. მისი მნიშვნელობა სცდება პროფესიულ წრეებს - კვირეული დიზაინის ინოვაციებს ფართო საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომს ხდის და აქტიურ დისკუსიას უწყობს ხელს.

მილანის დიზაინის კვირეული ტრადიციულად ორ ძირითად ნაწილს აერთიანებს: Salone del Mobile-ს, რომელიც ფოკუსირებულია ავეჯსა და ინდუსტრიულ დიზაინზე და Fuorisalone-ს, რომელიც ქალაქის სხვადასხვა ლოკაციაზე გამართულ ინსტალაციებსა და ექსპერიმენტულ პროექტებს მოიცავს. სწორედ ამ მრავალშრიანი სტრუქტურის წყალობით, ღონისძიება სცდება სტანდარტული გამოფენის ფორმატს და გარდაიქმნება იდეების გაცვლის, პროფესიული დიალოგისა და მომავლის დიზაინის მიმართულებების განსაზღვრის მნიშვნელოვან პლატფორმად.

The best hotel and restaurant

Portrait Milano (Via Sant Andrea, 10, 20121, Milano)

10 11 ("Ten Eleven") restaurant and bar

Email: reservations.milano@lungarnocollection.com Tel. +39 02 3679 95 800

ეს ისტორიული სასტუმრო იტალიური სტუმართმოყვარეობის საუკეთესო გამოხატულებაა - მე-16 საუკუნის 500 წლოვან შენობაში (ყოფილი სასულიერო სასწავლებელი და მონასტერი) განთავსებული „Portrait Milano" შემოგთავაზებთ 5-ვარსკვლავიან სერვისს მილანის ცენტრში დუომოს ტაძრიდან სულ რაღაც 1 კილომეტრში და 73 მყუდრო ნომერს, სადაც თავს როგორც სახლში ისე იგრძნობთ.

სასტუმროს გააჩნია შიდა ეზო, სადაც შესაძლებელია ტურისტებით სავსე ქუჩებიდან დასვენება სიმშვიდეში.სასტუმრო ასევე ცნობილია თავისი რესტორნით 10 11 ("Ten Eleven"), სადაც უგემრიელეს იტალიურ ტრადიციულ და ევროპულ სამზარეულოს დააგემოვნებთ უმაღლესი კლასის სერვისით.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×