რეზონანსი
07.05.2026

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ ინფორმაციით, ხვალ, 8 მაისს, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“, სამგორის რაიონში, სამგორის სათავე ნაგებობაზე წყალმომარაგების სტაბილურობისთვის, აუცილებელ ტექნიკურ სამუშაოებს ჩაატარებს.

მათივე ცნობით, კომპანიის ტექნიკური ჯგუფები მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითად ნაწილს ღამის საათებში, ინტენსიურ რეჟიმში შეასრულებენ.

„აღნიშნულთან დაკავშირებით, კი სამუშაოების მიმდინარეობის პერიოდში აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, ხვალ, 8 მაისს საღამოს 22:00 საათიდან, 9 მაისის დღის 14:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

სამგორის რაიონში - ვარკეთილი ზემო პლატოს, ფანასკენტელ-ციციშვილის, თრიალეთის, ხომლელის, გახოკიძის, მაისურაძის, აბაშვილის ქუჩებს, ჯავახეთის II შესახვევს, აეროდრომის მე-11, მე-12 და მე-14 ქუჩებს, ბრილების, კალოუბნის N2-20, კალოუბნის N32,N34, N36, N38, N33, N35, კალოუბნის "ა" და "ბ" კორპუსებს, გივი ამილახვარის, ირინა შტენბერგის, ლევან მაჭავარიანის, ზურაბ აბულაძის ქუჩებს, ზურაბ ნაირაშვილის 1 გას. ლილოს დასახლების I და II მიკრორაიონებს, I კვარტალს, II კვარტლის N 1-8 კორპუსებს, IV და V კვარტალს, ჭირნახულის, სტურუას, მეფრინველეობის, აფხაზავას და ნამორაძის ქუჩებს, სოფელ დიდ ლილოს, ლეონტი მროველის, გოკიელის, კამოს (ტყემალაძის), არსენ მეკოკიშვილის, საქნავთის დასახლებას, სადგური ლილოს დასახლებას, ლოჭინოს დასახლებას, სოფელ გამარჯვებას, სოფელ წინუბანს, სოფელ ნასაგურს, ვაზიანის სამხედრო ნაწილს, ვარკეთილის მეურნეობას, თბილისის ზღვაზე სასტუმრო „ჰუალინგს“ (კუპრაძის ქუჩა) და მის მიმდებარე დასახლებებს, აეროპორტის დასახლებას, ქვემო ალექსეევკის დასახლებას (ქებურიას დასახლებას), ხვედელიანის, იგოეთის, მ. გრიგორაშვილის, ვ. ბარდაველის, ლეო დავითაშვილის, სანდრო შანშიაშვილის ქუჩებს, კახეთის გზატკეცილის N73,75,83,87,89 და ამერიკულ ლაბორატორიას, ორხევის დასახლებას - ფიროსმანის, სააკაძის, ბანეთიშვილის, ესენინის, ამირანაშვილის და პეტრიწის ქუჩებს; თეთრიხევის დასახლებას, თვალჭრელიძის, იუმაშევის, რუსთაველის, ფრანგულიანის, დავითაშვილის და ახვედელიანის ქუჩებს.

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის. წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის - 2 93 11 11, „ფეისბუქისა“ და ვებგვერდის მეშვეობით http://www.gwp.ge“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×