რეზონანსი
07.05.2026

დაახლოებით ხუთი საათია საქალაქო სასამართლოში ოთხი ოქტომბრის საქმეზე ბრალდებულების - პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძის, პაატა მანჯგალაძის, ლაშა ბერიძის, ირაკლი შაიშმელაშვილისა და კიდევ ოთხი ადამიანის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ბრალდებულები დღევანდელ პროცესზე საბოლოო სიტყვის უფლებით სარგებლობენ. განაჩენს საქმეზე მოსამართლე დღეს გამოაცხადებს.

„აბსოლუტურად შეგნებულად, შიშველი ხელებით, ყველანაირი ძალადობის გარეშე შევედი ერთადერთი მიზნით, რომ მეც დავეკავებინე. ოღონდ, გულწრფელად წარმოუდგენელი იყო, რომ იმ ხალხსაც და ჩვენც სისხლის სამართლით დაგვიჭერდნენ და არა ადმინისტრაციული წესით“, - აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×