
პირველი ინტერვიუ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გიორგი უძილაურის ცოლთან - ფინანსური პოლიციის მაღალჩინოსნის ოჯახის წევრი დარწმუნებულია, რომ უძილაურის დაკავებით "ევროპას დაარტყეს".
"გიორგი როგორც ჩანს, ვიღაცას არ მოეწონა და დაახურდავეს"- აცხადებს ლიკა ნაღებაშვილი და დასძენს, რომ საგარეო ვექტორის გამო "ქართული ოცნება" "მარტივ მამრავლებად დაიშალა".
ბევრს ვერაფერს გეტყვით, რადგან საქმეს გრიფი [რულიად საიდუმლო გრიფი] ადევს. ერთადერთი ვიცით, ოჯახის წევრებმა, მეგობრებმა, ყველამ... 14 წლიდან ვიცნობ გიორგის. ეს ადამიანი თავისი ქვეყნის ერთგული და პროფესიის პატრიოტი იყო. ვის დასჭირდა [უძილაურის დაკავება] მე ვფიქრობ, ცოტა უფრო გლობალურად, რომ ევროპაზე დარტყმა. ამ იმაში გიორგი როგორც ჩანს, ვითაცას არ მოეწონა და დაახურდავეს ამ თემაში. ყველაფერი გაირკვევა, ოღონდ სამართლიანი სასამართლოს პირობებში - ეს როგორ იქნება ვერ გეტყვით სამწუხაროდ
მე უფრო მგონია, რაც ბოლო პერიოდში ხდებოდა თვითონ "ქართულ ოცნებაში" - იგივე რუსეთ-ევროპის თემაზე, ანუ ჩვენი მიმართულებების, ჩვენი მსოფლმხედველობის თემაზე იყო განხეთქილება და როდესაც გაიყო "ოცნება" მარტივ-მამრავლებად, გიორგიც, როგირც ცივილური და პროგრესული ადამიანი ყოველთვის იყო ევროპისა და ამერიკის მხარეს - ჩვენი ნამდვილი პარტნიორების და არა იქ, სადაც ვიყავით და საიდანაც სხვათა შორის ჩვენი თაობა ძლივს, ბრძოლით გამოვძვერით"- განმარტა ნაღებაშვილმა.
თბილისის საქალაქო სასამართლს მოსამართლე დავით კურტანიძემ "საქართველოს ინტერესების საზიანოდ ჯაშუშობის ფაქტზე" დაკავებულ გიორგი უძილაურს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა, რითაც პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.
ტვ პირველი