რეზონანსი
07.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა, მოადგილე გაგა კირკიტაძესთან ერთად, სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტისა და ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის ხელმძღვანელ პირებთან სამუშაო შეხვედრები გამართა.

შეხვედრაზე მინისტრმა აღნიშნული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან,  მათი საქმიანობის ძირითადი მიმართულებების  შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. საუბარი შეეხო, როგორც საბიუჯეტო პარამეტრებს, ასევე  მიმდინარე და განსახორციელებელ პროექტებს. 

სულხან თამაზაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თანამშრომელთა სოციალური გარანტიების გაუმჯობესება და საპოლიციო ინფრასტრუქტურის  განახლება პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს და აღნიშნული კუთხით, შესაბამისი ღონისძიებები აქტიურად გაგრძელდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×