რეზონანსი
06.05.2026

ნინო წილოსანმა ოპოზიციურ ალიანსში არსებული ვითარება შეაფასა. ამ თემაზე პარლამენტის ვიცე-სპიკერმა „დღის ქრონიკაში“ ისაუბრა.

„ჩვენ ვხედავთ როგორ არიან დაქსაქსულები რადიკალები და როგორ მიდიან საბოლოო გაქრობის რეჟიმისკენ. მათთვის ყველაზე წამგებიანი პროცესი წამოიწყეს - ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ყველაზე მეტად მათ ხალხთან გამოჩენა და ხალხში გასვლის ეშინიათ. ამიტომ იყო, რომ სულ დაძრწოდნენ ბრიუსელის კაბინეტებში და დადიოდნენ თავიანთ უცხოელ ბატონ-პატრონებთან. ახლა, როგორც კი ხალხში გავიდნენ, მომენტალურად მიხვდნენ, რომ ნული აქვთ შანსი. საკუთარ ამომრჩეველსაც ისე ვერ შეხვდნენ, რომ დაპირისპირება არ ყოფილიყო, ამიტომ მალევე დაასრულეს ეს პროცესი და ძალიანაც კარგი, იმიტომ რომ ეს არის პოლიტიკური ძალა, რომელსაც არ აქვს ხალხში გამოჩენის უფლება.

სამწუხაროა, რომ ადამიანების რაღაც ნაწილს ჯერ კიდევ აქვს მათი ნდობა თუ მათი არჩევის სურვილი. მაგრამ, ვფიქრობ რომ ისინიც, ადრე თუ გვიან გაათვითცნობიერებენ, რომ სწორედ „ნაცმოძრაობის“ არ არჩევამ და იმ რთულმა ქარტეხილებმა, რაც ჩვენ ქართველ ხალხთან ერთად გადავიარეთ ამ წლების განმავლობაში მოგვცა მოცემულობა, რომ საქართველოში არის მშვიდობა, ეკონომიკური წინსვლა, საქართველოს აქვს ძალიან მნიშვნელოვანი გეოპოლიტიკური როლი“, - განაცხადა წილოსანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×