რეზონანსი
06.05.2026

„სანქციები არ მუშაობს. ამას ჩვენ ვხედავთ რუსეთის შემთხვევაში, რადგან ის სანქციები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არა რუსეთის“, - განუცხადა „ქრონიკას“ ევროპარლამენტარმა იემჰილდ ბუსდორფმა.

მისივე თქმით, არავინ საუბრობს მოლდოვაზე რაიმე კრიტიკულს, საერთოდ ხმას არ იღებენ დნესტრისპირეთზე, თითქოს პრობლემა არ არსებობს და ამბობენ რომ ყველაფერი კარგადაა, საქართველოს შემთხვევაში კი ამბობენ, რომ არასწორი პარტია მართავს.

„ჩვენ ყოველთვის ვლაპარაკობთ მედიის თავისუფლებასა და სიტყვის თავისუფლებაზე. თუმცა აქ, ევროკავშირში, სიტყვის თავისუფლება მხოლოდ მაშინ არსებობს, თუკი სწორი აზრი გაქვს. რა არის სწორი და არასწორი აზრი - ამას ევროპარლამენტი განსაზღვრავს. ჩემთვის ეს ყოველთვის მიუღებელი იქნება, მე ევრონესტის კომისიის წევრიც ვარ, ვსტუმრობდით მოლდოვას. არავინ საუბრობს მოლდოვაზე რაიმე კრიტიკულს, საერთოდ ხმას არ იღებენ დნესტრისპირეთზე, თითქოს პრობლემა არ არსებობს და ამბობენ რომ ყველაფერი კარგადაა. საქართველოს შემთხვევაში კი ამბობენ, რომ არასწორი პარტია მართავს, „ქართული ოცნება“ - რომ რუსული გავლენისაა, თუმცა არ გვაქვს უფლება ვიკითხოთ, რას ნიშნავს რუსული გავლენა, ვინაიდან ევროპული გავლენაც გვაქვს არჩევნებზე. როცა სიტყვის თავისუფლება გაქვს, უნდა მიიღო ყველა განსხვავებული მოსაზრება. ეს კი აქ არასდროს არის მიღებული. სანქციები არ მუშაობს. ამას ჩვენ ვხედავთ რუსეთის შემთხვევაში, რადგან ის სანქციები მხოლოდ ჩვენს წინააღმდეგ მოქმედებს და არა რუსეთის. თუკი გსურს იყო კეთილსინდისიერი დემოკრატია, მაშინ ყველა მთავრობას უნდა ელაპარაკო, განურჩევლად იმისა ეთანხმები თუ არა არჩევნების შედეგებს, ჩვენი საქმე არაა იმის გადაწყვეტა ქართველმა ხალხმა ე.წ. კარგ პარტიას მისცა ხმა თუ ცუდ პარტიას. მათ თავისი ხმა დემოკრატიულ არჩევნებში დააფიქსირეს და ჩვენ პატივი უნდა ვცეთ ამ არჩევნების შედეგებს“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×