რეზონანსი
05.05.2026

ახალი ტალღა დაწყებულია, „ოცნება" საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს , - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ჯაშუშობის ბრალდებით სუს-ის მიერ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსის გიორგი უძილაურის დაკავებას ეკავება.

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, ევროპული ქვეყნისთვის ჯაშუშობისთვის უძილაურის დაკავება პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრას უკავშირდება.

„ოცნებამ" ამოწურა საკუთარი კორუმპირებული კადრების დაჭერა, საკუთარი ბიზნესიდან ფულის ამოღება? ალბათ, არა და კიდევ ბევრთან დაიჩოქებს აქლემი...

თუმცა ახალი ტალღა დაწყებულია: საკუთარ პროპაგანდისტებს ჯაშუშად აცხადებს და ციხისთვის იმეტებს. ტროლ-ბოტებო, აწი გეშინოდეთ!

საინტერესო ისაა, რომ გუშინ კობახიძე პოზირებდა ევროპელ ლიდერებთან, სიმონიანი კი გაბრაზდა სომხეთზე და მის უმადურობაზე ...

"უმადურები ჩვენ არ ვართ" პასუხობს ივანიშვილი, გუშინდელი ხელის ჩამორთმევა ზელენსკისთან არაფერს ნიშნავდა და აი, ჩვენ რა კარგად ვიქცევით თურმე, ევროპულ ქვეყნის სამსახურში მყოფ ჯაშუშს ვიჭერთ და ეს მანამ, სანამ ჯერ არც დასრულებულა ევროპული სამიტი!", - წერს სალომე ზურაბიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×