რეზონანსი
05.05.2026

ოკუპირებულ ყირიმში “უსაფრთხოების მოსაზრებებიდან” გამომდინარე 9 მაისს ყველა მასობრივი ღონისძიება უქმდება.

ამის შესახებ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის დანიშნული ე.წ. ლიდერი, სერგეი აქსიონოვი სოციალურ ქსელში წერს.

“წელს ყირიმის რესპუბლიკაში დიდი გამარჯვების დღესთან დაკავშირებული სამხედრო აღლუმისა და სხვა მასობრივი ღონისძიებების ჩატარება არ იგეგმება. ასევე, არ იქნება ორგანიზებული “უკვდავი პოლკის” მსვლელობა. ხელისუფლების ორგანოების ეს გადაწყვეტილება უსაფრთხოების მოსაზრებებითაა ნაკარნახევი”, - წერს აქსიონოვი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×