რეზონანსი
05.05.2026

ცვლილება უკვე ძალაშია - ჯიშკარიანების 11 სულიან ოჯახს დენის გადასახადი არ გაეზრდება. მთავრობის დადგენილებით, მრავალშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სუბსიდია გაიზარდა. გადაწყვეტილების მიზანია, რომ ტარიფის მატების პირობებში ყველაზე მოწყვლადი ჯგუფებისთვის ელექტროენერგიის გადასახადი უცვლელი დარჩეს.

ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-ზე ნაკლებია, დამატებით 5 თეთრის შეღავათს მიიღებენ, რაც ჯამში 1 კვტ-სთ-ზე 8.5 თეთრს შეადგენს. ამასთან ერთად, შენარჩუნდება 2020 წლის დეკემბერსა და 2015 წელის ივლისის ტარიფებს შორის არსებული სხვაობის დაფარვაც. რაც შეეხება ბენეფიციარებს, რომელთა სარეიტინგო ქულა 70 000-დან 150 000-მდეა, ისინი 5 თეთრით გაზრდილ სუბსიდიას 200 კვტ/სთ ელექტროენერგიაზე მიიღებენ.

განსაკუთრებული პაკეტი მომზადდა მრავალშვილიანი ოჯახებისთვის, - თუ აქამდე სახელმწიფო ოჯახს 20 ლარით ეხმარებოდა, ახლა ეს თანხა 30 ლარამდე გაიზარდა. ცვლილების ფარგლებში, თითოეულ დამატებით შვილზე სუბსიდია კიდევ 10 ლარით მოიმატებს.

ახალი წესები ვრცელდება 2026 წლის 1 აპრილიდან მოხმარებულ ელექტროენერგიაზეც, რაც იმას ნიშნავს, რომ ბენეფიციარები გაზრდილ შეღავათებით უკვე ისარგებლებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×