რეზონანსი
05.05.2026

ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ, - განაცხადა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ლევან მაჭავარიანმა „ქრონიკასთან“.

დეპუტატი „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ განცხადებას ეხმაურება.

„არ ვეთანხმებით „ნეიტრალურ საქართველოს“ იქიდან გამომდინარე, რომ კი რა თქმა უნდა ზელენსკიმ და მისმა ადმინისტრაციამ ძალიან ბევრი შეცდომა დაუშვეს საქართველოსთან მიმართებაში, მაგრამ თუ გაიაზრებენ ამ ყველაფერს და ეცდებიან შეცდომების გამოსწორებას, მომავალზე უნდა ვიფიქროთ. ეს ურთიერთობები უნდა აღდგეს და განვითარდეს ყველა დონეზე. ევროკავშირთან არაფერი დაგვითმია, შესაბამისად, შენარჩუნებული სუვერენიტეტით და ღირსებით ვაგრძელებთ სვლას“, - აღნიშნა მაჭავარიანმა.

რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლება აქამდე გატარებული კურსიდანაც კი უხვევს, სხვაგვარად როგორ აიხსნება ის ფაქტი, რომ საქართველოს ხელისუფლების უმაღლეს წარმომადგენლებს ვხედავთ ვოლოდიმირ ზელენსკის გვერდით, იმ ფიგურასთან, რომლემაც ყველაფერი გააკეთა ჩვენი ქვეყნის საერთაშორისო იმიჯის დისკრედიტაციისთვის, - ნათქვამია „ერთიანი ნეიტრალური საქართველოს“ მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×