რეზონანსი
05.05.2026

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით ირანის წინააღმდეგ ომი, შესაძლოა, 2-3 კვირაში დასრულდეს.

ABC News-თან ინტერვიუში, კითხვაზე, დასრულდა თუ არა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება მას შემდეგ, რაც ირანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ობიექტებს ცეცხლი გაუხსნა, აშშ-ის პრეზიდენტმა უპასუხა:

„ამას ვერ გეტყვით. ასე თუ ისე, ჩვენ გავიმარჯვებთ. ან სწორ გარიგებას დავდებთ, ან ძალიან ადვილად გავიმარჯვებთ. სამხედრო თვალსაზრისით, ჩვენ ეს უკვე მოვიგეთ. იცით, მილიონჯერ გსმენიათ, როგორ მითქვამს ეს და სხვებიც ამბობენ. მათ 159 გემი ჰყავდათ. ახლა არც ერთი არ ჰყავთ. ყველა ზღვის ფსკერზეა“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, აშშ-სთვის ომის დასრულების დროს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს.

„ალბათ კიდევ ორი კვირა ან შესაძლოა სამი კვირა გაგრძელდება. დრო ჩვენთვის არსებითი არ არის“, - აღნიშნა ტრამპმა.

ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის მტკიცებით, გამდიდრებული ურანი, რომელსაც ირანი ფლობს, ღირებული არ არის.

„ღირებულების თვალსაზრისით, ის დიდად ღირებული არ არის. ალბათ, მისი გამოყენება შეუძლებელია. შესაძლოა, მათ მისი მიღება ვერ შეძლონ“, - აღნიშნა ტრამპმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×