რეზონანსი
05.05.2026

სამხრეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ ქვეყანა განიხილავს შეუერთდეს აშშ-ის ძალისხმევას, რათა ჰორმუზის სრუტეში სავაჭრო გემების შეუფერხებელი გავლა უზრუნველყოს - ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

"მთავრობა იცავს პრინციპს, რომ საერთაშორისო საზღვაო ტრანსპორტში ნავიგაციის უსაფრთხოება და თავისუფლება უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს საერთო ინტერესებში. ის საერთაშორისო სამართლის შესაბამისად უნდა იყოს დაცული", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ სამხრეთ კორეა ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით აშშ-ის შეთავაზებას განიხილავს, რაც შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონისა და შიდა კანონმდებლობის საფუძველზე ხდება.

"ჩვენ განვიხილავთ აშშ-ის წინადადებას ჰორმუზის სრუტესთან დაკავშირებით, კორეის ნახევარკუნძულზე შეიარაღებული ძალების საბრძოლო მზადყოფნის დონისა და შიდა კანონმდებლობის საფუძველზე. "თავისუფლების პროექტთან“ დაკავშირებით, სამხრეთ კორეა და აშშ მჭიდროდ თანამშრომლობენ ძირითადი წყალსატევების, მათ შორის, ჰორმუზის სრუტის უსაფრთხო გამოყენების უზრუნველსაყოფად", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×