რეზონანსი
05.05.2026

„კურიერმა“ გაარკვია, რომ ჯაშუშობის ბრალდებით სუსის მიერ დაკავებული პირი გიორგი უძილაურია, რომელიც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი იყო. მა­ნამ­დე წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში იგი იყო “ქარ­თუ ჯგუ­ფის“ სა­ზო­გა­დო­ე­ბას­თან ურ­თი­ერ­თო­ბის სამ­სა­ხუ­რის უფ­რო­სი და ექ­სპრე­მი­ერ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის პრეს­სამ­სა­ხუ­რის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

შეგახსენებთ, რამდენიმე წუთის წინ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ბრიფინგი გაიმართა, სადაც ითქვა რომ ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საჯარო მოხელე რომელიც ერთ-ერთი ქვეყნის სპეცსამსახურს საქართველოს შესახებ ინფორმაციას თანხის სანაცვლოდ აწვდიდა.

„კურიერმა“ შეძლო იმის გარკვევაც, რომ უძილაური ერთ-ერთი ევროპული სახელმწიფოს სასარგებლოდ ჯაშუშობდა. გამოძიება 314 მუხლით მიმდინარეობს, რაც 8-იდან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულს ჰქონდა კონსპირაციული ხასიათის სისტემატური კონტაქტები უცხო ქვეყნის სპეცსამსახურებთან.

შეხვედრები იგეგმებოდა დაშიფრული ორმხრივი კავშირის გამოყენებით და იმართებოდა სხვადასხვა ლოკაციაზე, წინასწარ შეთანხმებული კონსპირაციის პირობების მკაცრი დაცვით. ინფორმაციის მიწოდება ხორციელდებოდა, როგორც პირისპირ კონტაქტის, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით.

უცხო ქვეყნის სპეცსამსახურისათვის გადაცემული ინფორმაცია მოიცავდა სხვადასხვა კატეგორიის საიდუმლო მონაცემებს, რომლებიც დაკავშირებული იყო საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ-ეკონომიკურ პროცესებთან, ძალოვან უწყებებსა და უსაფრთხოების სტრუქტურებში არსებულ ვითარებასთან, ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების შესახებ ინფორმაციასა და ინფორმაციის გადაცემის დამკვეთებისათვის საინტერესო სხვა მონაცემებთან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×