რეზონანსი
05.05.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრაზე ოპოზიციის აჟიოტაჟს ეხმიანება. მისი თქმით, ფუჭი მცდელობაა, ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ გადათარგმნონ.

„რატომ გამოიწვია ზელენსკისა და პრემიერის შეხვედრამ აჟიოტაჟი რადიკალურ ოპოზიციაში? პასუხი მარტივია: მათ იციან პრემიერის ურყევი პოზიცია საქართველოს როგორც შიდა, ასევე საგარეო ინტერესებისთვის. აშხაბადის მაგალითიც კმარა ამის დასადასტურებლად. ფუჭი მცდელობაა, ეს შეხვედრა თავის სასარგებლოდ გადათარგმნონ“ - წერს ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×