რეზონანსი
05.05.2026

შინაგან საქმეთა მინისტრმა, სულხან თამაზაშვილმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალადაშვილთან, მის მოადგილეებთან და დეპარტამენტის სამმართველოების უფროსებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

შეხვედრაზე მინისტრს, გიორგი ალადაშვილმა დაცვის პოლიციის საქმიანობის შესახებ სრული ინფორმაცია წარუდგინა და დეპარტამენტში მიმდინარე პროექტები გააცნო.

სულხან თამაზაშვილმა, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების, მათ შორის დაცვის პოლიციელების სოციალური გარანტიების გაუმჯობესებაზე გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ აღნიშნული მიმართულებით შესაბამისი პროექტები მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება.

შინაგან საქმეთა მინისტრმა დაცვის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელ პირებს პროფესიულ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×