რეზონანსი
04.05.2026

 "ვინივერიას" და "ჯანიანის"დამფუძნებელი, გია პირადაშვილი გადაცემაში "დებატები" იმ ახალ რეგულაციებზე საუბრობს, რომელიც გულისხმობს, რომ ვისაც ვენახის გაშენება, ყურძნისა და ღვინის გაყიდვა სურს, ნებართვა "ღვინის ეროვნული სააგენტოსგან" უნდა მიიღოს, ვაზის ნერგებიც მხოლოდ სერტიფიცირებულ სანერგეში უნდა შეიძინონ.

გია პირადაშვილი ამბობს, რომ რეგულაციის მოწინააღმდეგე არ არის, თუკი ის დარგს რაიმეს შემატებს.

"მე არანაირი რეგულაციის მოწინააღმდეგე არ ვარ, თუ ეს რეგულაცია დარგს რაიმეს არგებს. ნიადაგი რომ შევისწავლოთ, ჩვენ გვჭირდება ლაბორატორია, რომელიც უნდა იყოს ხელმისაწვდომი, სადაც ჩვენ ნიმუშს გავაგზავნით. თუკი რამეს ვაპირებ, მე დღეს [ნიმუშს] ვაგზავნი გერმანიასა და იტალიაში. იქაც რამდენიმე ლაბორატორიაში, სადაც მე მიმიწვდება ხელი და ვიცი, რომ უფრო კარგ ფასს მომცემენ და ა.შ. ასევე, თუკი მე ვყიდულობ ხარისხიან ნერგს (ჩვენ შემთხვევაში, ნამყენს) მე მივდივარ ან საფრანგეთში ან იტალიაში. იტალიაში არსებობს რაუშედო, რომელიც არის კოოპერაცია. რამდენიმე სოფელი მუშაობს ნამყენის გამოყვანაზე, რომელიც ჩვენთან ვერ დაინერგა. იმიტომ ვერ დაინერგა, რომ არ გვაქვს ამის კარგი სკოლა. ის სკოლა, რომელიც სტიქიურად მოდიოდა რამდენიმე თაობის განმავლობაში, ის სკოლა აღარ არსებობს დღეს. დღეს არ გვყავს ბონდერები, რომლებიც გააკეთებენ კარგ კასრებს, კარგ ჩანებს ააშენებენ, იციან იმის გამოწვა და კასრთან მოპყრობა. არ გვყავს კარგი მექვევრეები, არ გვაქვს კარგი გამოსაწვავი ღუმელები, ძალიან ბევრმა ქვევრმა წუნი მოგვცა", - აცხადებს გია პირადაშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×