რეზონანსი
04.05.2026

 აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით, თეირანმა იერიში მიიტანა იმ ქვეყნებზე, რომლებიც საზღვაო-სამხედრო მისიაში - "პროექტ თავისუფლებაში" (PROJECT FREEDOM) არ მონაწილეობენ. კონკრეტულ მაგალითად დონალდ ტრამპმა სამხრეთ კორეის სატვირთო გემზე განხორციელებული დარტყმა დაასახელა.

"შესაძლოა, დადგა დრო, რომ სამხრეთ კორეა შეუერთდეს ამ მისიას! ჩვენ გავანადგურეთ შვიდი მცირე კატარღა, ან როგორც თავად უწოდებენ - "სწრაფი" ნავები. ეს ყველაფერია, რაც მათ დარჩათ. სამხრეთ კორეული გემის შემთხვევის გარდა, ამ მომენტისთვის სრუტეში ნავიგაციისას სხვა ზიანი არ დაფიქსირებულა", - წერს დონალდ ტრამპი.

ცნობილია ისიც, რომ მიმდინარე ოპერაციისა და არსებული ვითარების შესახებ ხვალ საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ ომის მდივანი პიტ ჰეგსეთი და გაერთიანებული შტაბების მეთაური დენ კეინი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×