რეზონანსი
04.05.2026

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, ეხმიანება დიდი ბრიტანეთის საელჩოს განცხადებას, რომელშიც საუბარია საქართველოში პრესის თავისუფლების მხრივ გაუარესებულ ვითარებაზე.

პაპუაშვილის შეფასებით, საელჩოს განცხადება ყალბი პათეტიკით არის გაჯერებული, ვინაიდან, სწორედ დისი ბრიტანეთი ცდილობს სანქციების დაწესების გზით ორი მედიასაშუალების - “იმედისა” და “პოს ტვ”-ის “მოკვლას”.

"როდესაც კითხულობ ამ ყალბი პათეტიკით გაჯერებულ ტექსტს იმ საელჩოს მხრიდან, რომელიც უკვე ორი თვეა ორი წამყვანი ქართული მედიის მოკვლას ცდილობს, მხოლოდ ერთი შეფასება გიჩნდება - ნიანგის ცრემლები.” - წერს პარლამენტის თავმჯდომარე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×