რეზონანსი
03.05.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, პრემიერ-მინისტრ, ირაკლი კობახიძისა და საპარლამენტო კომისიის ერთობლივი მუშაობის შედეგად პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით მიღწეულ პრაქტიკულ შედეგზე წერს სოციალურ ქსელში.

ანანიძის განცხადებით, ხელისუფლების მუშაობამ მოსახლეობისთვის რეალური სარგებელი მოიტანა, რაც იმაში გამოიხატა, რომ ქსელურმა მარკეტებმა გამოავლინეს სოციალური პასუხისმგებლობა პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით - სპეციალური საფასო პოლიტიკის შემუშავების სახით.

„პრემიერისა და საპარლამენტო კომისიის ძალისხმევით, საზოგადოებამ კონკრეტული სარგებელი მიიღო: კონსულტაციების შედეგად, ქსელური მარკეტების წარმომადგენლებმა, პირველადი მოხმარების პროდუქტებთან დაკავშირებით სოციალური პასუხისმგებლობა გამოავლინეს, რაც სპეციალურ საფასო პოლიტიკას გულისხმობს“, - წერს ცოტნე ანანიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×