რეზონანსი
02.05.2026

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძე, ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ აზერბაიჯანმა ევროპარლამენტთან თანამშრომლობა ყველა მიმართულებით შეაჩერა.

როგორც ანანიძე აღნიშნავს, დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ამის მიუხედავად, ევრობიუროკრატია კი საკუთარ შეცდომებს ვერ ხედავს და კვლავ მორალური არბიტრის როლშია.

„საინტერესოა, კიდევ რამდენი მოკავშირის გამო უნდა დაფიქრდეს ევრობიუროკრატია საკუთარ შეცდომებზე: საქართველო, ამერიკა, აზერბაიჯანი... დაძაბულობის გეოგრაფია იზრდება, ევროპელი ბიუროკრატები კი კვლავ უშეცდომო მორალური არბიტრის როლში არიან“, - წერს ანანიძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×