რეზონანსი
02.05.2026

პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

მაჭარაშვილის თქმით, ამ მოვლენებმა გადააფსიხა „დიფ სთეითი“.

„რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე ეს უცხოეთიდან არის გათვლილი. თქვენ იცით, რომ თავად პატრიარქზე, საპატრიარქოზე თავდასხმები, შეურაცხყოფები, ეს ადრეც იყო, მაგრამ განსაკუთრებით გაძლიერდა იმის შემდეგ, რაც ნახეს 17-21 მარტის მოვლენები საქართველოში. ნახევარზე მეტი საქართველო ქუჩაში გამოვიდა სწორედ იმის დასამტკიცებლად, რომ ქართველი ხალხის საძირკველი, საფუძველი, იდენტობა არის რწმენა, ოჯახური ღირებულება. ამ მოვლენებმა გადააფსიხა უცხოეთი, ვგულისხმობ „გლობალური ომის პარტიას“, იგივე „დიფ სთეითს“. იქიდან დავალება დავალებაზე წამოვიდა, რომ ზუსტად იმ საფუძველს დაარტყან, განხეთქილება შეიტანონ, რითაც იყო ყოველთვის გაერთიანებული ქართული საზოგადოება“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×