რეზონანსი
02.05.2026

რუსეთთან სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია, - ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ განაცხადა. როგორც ფიცო სოციალურ ქსელში წერს, ზოგიერთ საკითხზე უთანხმოების მიუხედავად, ის და ვოლოდიმირ ზელენსკი დაინტერესებული არიან ქვეყნებს შორის მეგობრული ურთიერთობებით.

„ზოგიერთ საკითხზე განსხვავებული შეხედულებების მიუხედავად, ჩვენ გვაქვს საერთო ინტერესი სლოვაკეთსა და უკრაინას შორის კარგი და მეგობრული ურთიერთობების დამყარებაში. დავადასტურე, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის მისწრაფებებს ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რადგან სლოვაკეთს სურს, რომ უკრაინა, როგორც ჩვენი მეზობელი, იყოს სტაბილური და დემოკრატიული ქვეყანა. ასევე ხაზგასმით აღვნიშნე, რომ რუსეთის ფედერაციასთან სამხედრო კონფლიქტში სამშვიდობო შეთანხმება უკრაინული მხარის თანხმობის გარეშე შეუძლებელია“, - წერს ფიცო.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ და სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, რობერტ ფიცომ სატელეფონო საუბრისას უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი განიხილეს. როგორც უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკის სოციალურ ქსელში დაწერა, მნიშვნელოვანი იყო მოსმენა, რომ სლოვაკეთი მხარს უჭერს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×