
განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიციირებენ, - განაცხადა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ, მარიამ ლაშხმა.
მან კომენტარი გააკეთა დიდ ბრიტანეთის გადაწყვეტილება, კერძოდ მტრული საქმიანობის წინააღმდეგ კანონმდებლობას დაჩქარებული წესით იღებს.
„ჩვენ გვახსოვს მსგავსი ტიპის - სუვერენიტეტის, უსაფრთხოების დაცვის კუთხით იმ ცვლილებებზე, რომელიც საქართველომ მიიღო და საკუთარი მოსახლეობა მსგავსი ტიპის მტრული ზემოქმედებისგან დაიცვა, გვახსოვს, როგორ აფასებდნენ უცხოელები. განსაკუთრებით ბრიტანეთის მხრიდან გვახსოვს კრიტიკა. დღეს ვხედავთ, რომ იმავე პრინციპით საკანონმდებლო ცვლილებებს აინიცირებენ. ეს არა მხოლოდ ორმაგი სტანდარტია, ვფიქრობ, ეს არის უსტანდარტობა, როდესაც სხვას აკრიტიკებ იმის გამო, რომელსაც ცოტა ხანი შენვე აინიციირებ“, - აღნიშნა ლაშხმა.
დიდი ბრიტანეთი დაჩქარებული წესით იღებს კანონმდებლობას მტრული საქმიანობის წინააღმდეგ და აპირებს აკრძალოს იმ ორგანიზაციების საქმიანობა, რომლებიც ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნიან.