რეზონანსი
02.05.2026

აშშ გერმანიიდან 5000 სამხედრო მოსამსახურეს გაიყვანს, - ამის შესახებ პენტაგონმა გამოაცხადა. „ომის მდივანმა გერმანიიდან დაახლოებით 5000 სამხედრო მოსამსახურის გაყვანის ბრძანება გასცა. ეს გადაწყვეტილება ევროპაში დეპარტამენტის ძალების პოზიციის საფუძვლიან გადახედვას მოჰყვა და იგი საომარი მოქმედებების თეატრის მოთხოვნებსა და ადგილზე არსებულ პირობებს ითვალისწინებს“, - განაცხადა პენტაგონის მთავარმა პრესსპიკერმა, შონ პარნელმა.

გერმანიიდან სამხედროების გაყვანა მომდევნო 6-12 თვეში მოხდება. აღსანიშნავია, რომ გადაწყვეტილების შესახებ პენტაგონმა მას შემდეგ გამოაცხადა, რაც მიმდინარე კვირაში აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა გერმანიის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ირანში ომთან დაკავშირებით მისი პოზიციის გამო რამდენჯერმე გააკრიტიკა და სოციალურ ქსელში გამოაცხადა, რომ აშშ გერმანიაში განლაგებული ამერიკელი სამხედროების რაოდენობის შემცირებას განიხილავდა.

პენტაგონის ერთ-ერთმა ოფიციალურმა პირმა გამოცემა Reuters-ს განუცხადა, რომ გერმანიის კანცლერის ბოლოდროინდელი რიტორიკა „უადგილო და ხელის შემშლელი“ იყო.

„პრეზიდენტი მართებულად რეაგირებს ამ ხელის შემშლელ განცხადებებზე“, - აღნიშნა პენტაგონის წარმომადგენელმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×