რეზონანსი
01.05.2026

ჩილეში შრომის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, პროფკავშირებისა და სოციალური ორგანიზაციების მარში გაიმართა, რომელიც სამართალდამცველებთან დაპირისპირებაში გადაიზარდა.

როგორც „როიტერი“ წერს, პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად წყლის ჭავლი და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, მომიტინგეთა ნაწილმა შენობები და საჯარო ინფრასტრუქტურა დააზიანა.

„შრომის საერთაშორისო დღეს ერთობით ვხვდებით და ქუჩებში ვრჩებით. ჩილე კრიზისშია, რომელიც ახალი მთავრობის პირობებში კიდევ უფრო გაუარესდა“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ცნობისთვის, ჩილეში მოლაპარაკებები მიმდინარეობს მინიმალური ხელფასის გაზრდის შესახებ. ამჟამად  მინიმალური ხელფასი ჩილეში დაახლოებით 600 აშშ დოლარს შეადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×