
მინდა, ყველას მოგილოცოთ „სტუდფესტის“ გახსნა, ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება და მასში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ ახალგაზრდული ფესტივალის – „სტუდფესტი 2026“-ის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა ფესტივალის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადა.
„ყველას მინდა, მოგილოცოთ სტუდფესტის გახსნა. ძალიან მიხარია, რომ 2014 წლიდან ყოველ წელს ტარდება ეს ღონისძიება და მასში წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი ახალგაზრდა მონაწილეობს. მადლობა ყველას, ორგანიზატორებს, თბილისის მერიას, რუსთავის მერიას. მიხარია, რომ პირველად რუსთავში წელს იხსნება ეს ღონისძიება. განსაკუთრებული მადლობა მინდა, ვუთხრა განათლების სამინისტროს. კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას, წარმატებული სტუდფესტი მინდა გისურვოთ“, – განაცხადა პრემიერმა.
„სტუდფესტი 2026“-ის გახსნას ასევე ესწრებოდნენ და ღონისძიებაზე დამსწრეებს სიტყვით მიმართეს: თბილისის მერმა, კახა კალაძემ, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, გივი მიქანაძე და რუსთავის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.