რეზონანსი
01.05.2026

ზეწოლა თაზო მთივლიშვილის მკვლელობის საქმის ოქროს მოწმეზე - ბრალდებულის ერთ-ერთი ადვოკატის სულიკო ისმაილოვის წინააღმდეგ გამოძიება 372-ე მუხლით დაიწყო, რომელიც სავარაუდოდ არასრუწლოვან გოგოს ციხეში აიძულებდა,  რომ ჩვენება დაკავებული პაპაშვილის წინააღმდეგ არ მიეცა. როგორც დღევანდელ პროცესზე გაირკვა ადვოკატი მისმა კოლეგებმა დაიქირავეს, რომლებიც იცავენ გიორგი პაპაშვილის უფლებებს. სწორედ მათი მოთხოვნით შევიდა ის ქალთა დაწესებულებაში. 

შანტაჟისა და მუქარის  დეტალები დღეს მოწმე  გოგონამ სასამართლოში თავადაც გაამხილა. მან პაპაშვილის წინააღმდეგ მისცა ჩვენები და მკვლელობის უმძიმესი დეტალები გაიხსენა. მისი ჩვენება იმდენად რთული  მოსასმენი იყო, რომ მოკლული მთივლიშვილის ოჯახის ერთ-ერთი წევრი შეუძლოდ გახდა. სხდომა შეწყდა, ადგილზე კი სასწრაფო გამოიძახეს. 

„ერთ-ერთმა მსჯავრდებულმა, ვერიკო კაპანაძემ მე პირადად მომმართა, რომ მასზე განხორციელდა ზემოქმედება ჩვენების შეცვლის კუთხით, ვინაიდან, მასთან შესული იყო პაპაშვილის ადვოკატი და უთხრა, რომ ჩვენების ფორმირება უნდა მოეხდინა, რადგან ბრალდებულეს ემუქრებოდა უვადო თავისუფლების აღკვეთა. ამ საქმეზე მოხდა ჩვენს მიერ მყისიერი რეაგირება და დაიწყო გამოძიება მოწმეზე ზემოქმედების კუთხით“, - განაცხადა საქმის პროკურორმა.

დაზალარებული მხარე ამბობს, რომ სავარაუდოდ, დანაშაულში მხილებული კაცის ადვოკატებს აქვთ მცდელობა, რომ საგამოძებო უწყება მუხლი გადააკვალიფიცირებინონ,სწორედ ამიტომ ცდილობენ მოწმეებს ათქმევინონ, რომ თაზო მთივლიშვილი მიღებული დაზიანებები არ გარდაცვლილა.

რაც შეეხება თავად ისმაილოვს - ის ბრალდებებს უარყოფს და ამბობს, რომ მის წინააღმდეგ მოწმეებმა დანაშული გამოიგონეს.

„არასწორია. შეეშალა ვიღაცას. არ არის მართალი, მაბრალებენ“, - უთრა მან „TV პირველს“.

შემდეგი პროცესი 6 მაისს ჩაინიშნა. შეგახსნებთ, რომ მკვლელობა თბილისში, ორთაჭალაში, 18 თებერვალს მოხდა. ოთხ ბრალდებულს: ვერიკო კაპანაძეს, ლუკა გვენეტაძეს, საბა რობაქიძესა და ბაირამ ალი გუსეინოვს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან. გიორგი პაპაშვილი კი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი მკვლელობის მუხლით არის დაკავებული.  

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×