რეზონანსი
01.05.2026

ამერიკის წინა ადმინისტრაციამ მძიმე მემკვიდრეობა დატოვა. არსებობს ურთიერთგაგება, რომ აუცილებელია შემდგომი ნაბიჯების გადადგმა, რათა ეს მემკვიდრეობა ისტორიას ჩავაბაროთ, ურთიერთობა ორმხრივი ინტერესის საფუძველზე თავიდან ავაშენოთ, - ამის შესახებ პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, ლევან მახაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება გასულ თვეებში სწორედ ამ პოლიტიკური ნების განხორციელებას აკვირდებოდა.

„სექტორებად თუ შევაფასებთ, იყო უსაფრთხოების, განათლების, ეკონომიკის მიმართულებით ნაბიჯები. პერიოდულად იყო უმაღლეს დონეზე პოლიტიკური კომუნიკაცია და სწორედ ეს არის სამუშაო პროცესი. რაიმე ტიპის მოლოდინებზე ხმამაღლა საუბარი არ გვინდა, რადგან გვინდა, სამუშაო პროცესს შესაძლებლობა მივცეთ, ვიმუშაოთ, რაღაც საკითხებზე შევთანხმდეთ. ვხედავთ, ეს ურთიერთობები კომუნიკაციის, ვიზიტისა და სატელეფონო ზარის შემდეგ წინ მიიწევს. პოზიტიური დინამიკა არსებობს და პოზიტიური მოლოდინები გვაქვს შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით, რომ ადრე თუ გვიან, ამ ურთიერთობების იმ წერტილამდე მიყვანას შევძლებთ, რაც საუკეთესო ვარიანტად წარმოგვიდგენია. სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენას ვგულისხმობ. ამ პროცესებს დაველოდოთ. პროდუქტიული და ნაყოფიერი სამუშაო პროცესი მიმდინარეობს და იმედია, უახლოეს მომავალშიც გვექნება შესაძლებლობა, კონკრეტული ნაბიჯებიც საზოგადოებას ვაცნობოთ“, - განაცხადა ლევან მახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×