რეზონანსი
01.05.2026

"სამი თვის განმავლობაში არათუ ფასების შემცირება, არამედ ფასების გაძვირება მოხდა, სასურსათო პროდუქტებზეც, მედიკამენტებზეც, განსაკუთრებულად კი, საწვავზე," - ამის შესახებ "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრმა, შალვა კერესელიძემ განაცხადა.

მისი თქმით, იმისთვის, რომ მოსახლეობამ შეძლოს გახდეს გადამხდელუნარიანი, აუცილებელია ხელფასებისა და პენსიის გაზრდა.

"ჩვენ განვაცხადეთ, რომ ყველაზე საუკეთესო გამოსავალი ამ ეტაპისთვის არის ის, რომ ჩვენი მოსახლეობა შედარებით უფრო გადამხდელუნარიანი რომ გახდეს, გაიზარდოს მინიმალური ხელფასი და პენსია," - აღნიშნა შალვა კერესელიძემ.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურის შემსწავლელი დროებითი საპარლამენტო კომისია საკუთარ დასკვნას დღეს წარადგენს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×