რეზონანსი
30.04.2026

 „რადიკალებს სურთ დამკვეთებს აჩვენონ - დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით," - ასე აფასებს „ხალხის ძალის" საერთაშორისო ურთიერთობების მდივანი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი ოპოზიციის შეხვედრებსა და სოციალურ ქსელებში ერთმანეთის მიმართ გამოქვეყნებულ ბრალდებებს.

ეკა სეფაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიცია მხოლოდ დამკვეთების დავალებებს ასრულებს, რადგან მოსახლეობასთან შეხვედრების და საზოგადოებასთან ურთიერთობის რესურსი მას არ გააჩნია. მისი თქმით, რადიკალები მხოლოდ დამკვეთების წინაშე ანგარიშგებით არიან დაკავებულები.

„როგორც ჩანს, ოპოზიციაში წინასწარ არჩევენ კომუნიკაციის საშუალებებს, რადგან ეშინიათ მოსახლეობასთან პირისპირ შეხვედრების. ეს მხოლოდ იმას მოწმობს, რომ ისინი ვიღაცის დასანახად და რაღაც დავალების შესასრულებლად აწყობენ ამ ე.წ. შეხვედრებს. ამ შეხვედრებს გამიზნულად ვუწოდებ ეგრეთ წოდებულს, რადგან ისინი, როგორც ჩანს, რაღაც ანგარიშგების მიზნით ეწყობა. რადიკალებს სურთ, რომ დამკვეთებს აჩვენონ - დავალება შევასრულეთ, ხალხში გავედით," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×