რეზონანსი
30.04.2026

ევროპარლამენტი ევროკავშირის ქვეყნებს მოუწოდებს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის დანაშაულის გამოსაძიებლად სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებას შეუერთდნენ, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

ევროკავშირმა რეზოლუცია მიიღო, სახელწოდებით „პასუხისმგებლობისა და მართლმსაჯულების უზრუნველყოფა უკრაინის მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ რუსეთის მიმდინარე თავდასხმების საპასუხოდ“.

ევროპარლამენტარებმა წევრ სახელმწიფოებს მოუწოდეს, რომ შეთანხმებას რაც შეიძლება სწრაფად შეუერთდნენ და სპეციალური ტრიბუნალის შექმნა დაასრულონ.

რეზოლუციას მხარი 446-მა ევროპარლამენტარმა დაუჭირა, ხოლო 63-მა ხმა მის წინააღმდეგ მისცა.

რეზოლუციაში ნათქვამია, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომი საერთაშორისო სამართლის დარღვევას წარმოადგენს და რუსეთის ლიდერებმა აგრესიის დანაშაულში, ომის დანაშაულებში, კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილ დანაშაულებსა და სხვა საერთაშორისო დანაშაულებში მონაწილეობის გამო პასუხი უნდა აგონ.

ცნობისთვის, მიმდინარე კვირაში სპეციალური ტრიბუნალის შექმნის შესახებ შეთანხმებასთან შეერთების მზადყოფნა საბერძნეთმა და ჩეხეთმა გამოთქვეს, რის შემდეგაც ხელმომწერი ქვეყნების რაოდენობა 23-მდე გაიზარდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×