რეზონანსი
30.04.2026

ამერიკასა და საქართველოს შორის თანამშრომლობა ჩვენი ინტერესებიდან და გადმოსახედიდან საგანგებოდ მნიშვნელოვანია. ორმხრივი ურთიერთობის თვალსაზრისით, ამერიკასთან ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები მისასალმებელი და პოზიტიურია, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.

ვოლსკის თქმით, იმედი აქვს, საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობები ამ ხაზით გაგრძელდება.

„ნორმალური პროცესი მიმდინარეობს. არ მგონია, რომ ეს პროცესი ვინმემ უნდა გამოიყენოს სათავისოდ, ან ქვეყნის საწინააღმდეგოდ ან რომელიმე პოლიტიკური პარტიის ინტერესებიდან გამომდინარე. ჩვენ ვესწრაფვით სტრატეგიულ თანამშრომლობას, რომელიც იქნება არა მარტო სათაური „სტრატეგიული პარტნიორობა“, არამედ შინაარსით დატვირთული. პოლიტიკური პარტნიორობა ნიშნავს შინაარსს და არა მხოლოდ სათაურს. სამწუხაროდ, ჩვენ ამერიკის შეერთებულ შტატებთან ურთიერთობის ასეთი პერიოდი გვქონდა. ძალიან დიდი იმედი გვაქვს, ეს შეიცვლება“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×