რეზონანსი
30.04.2026

სპარსეთის ყურეში ამერიკელების ადგილი არ არის, - ამის შესახებ განცხადებას ირანის უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეი ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო ტელევიზიამ უზენაესი ლიდერი, მოჯთაბა ხამენეის ახალი განცხადება გაავრცელა.

ირანის უზენაესი ლიდერი აცხადებს, რომ ისლამური რესპუბლიკა თავის „ბირთვულ და სარაკეტო შესაძლებლობებს“ დაიცავს.

„90 მილიონი ამაყი ირანელი, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის გარეთ, ირანის იდენტობაზე დაფუძნებულ, სულიერ, ჰუმანურ, სამეცნიერო, სამრეწველო და ტექნოლოგიურ შესაძლებლობებს ეროვნულ რესურსებად მიიჩნევს და მათ ისე დაიცავს, როგორც ისინი ქვეყნის წყლებს, ხმელეთსა და საჰაერო სივრცეს იცავენ“, - აცხადებს ხამენეი.

ასევე, ხამენეის თქმით, ჰორმუზის სრუტის „ახალი ხელმძღვანელობა ყველა ქვეყანას მშვიდობას, პროგრესსა და ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს“.

მოჯთაბა ხამენეი პირობას დებს, რომ ირანი სპარსეთის ყურეს დაიცავს და „მტრის მიერ საზღვაო გზების ბოროტად გამოყენებას“ დაასრულებს.

„ჩვენ სპარსეთისა და ომანის ყურეებში ჩვენს მეზობლებთან საერთო ბედისწერა გვაკავშირებს. უცხოელებისთვის, რომლებიც სიხარბისა და ბოროტების განზრახვით ათასობით კილომეტრიდან მოდიან, აქ ადგილი არ არის - გარდა ამ წყლების ფსკერისა“, - აღნიშნავს ირანის უზენაესი ლიდერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×