რეზონანსი
30.04.2026

ჩვენ არასდროს განგვიხილავს და არც განვიხილავთ სომხეთში 300 000 აზერბაიჯანელის ჩასახლების საკითხს, – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, სომხეთსა და აზერბაიჯანს უკვე დიდი ხანია, არ განუხილავთ სომხების ყარაბაღში, ბაქოში ან სხვა ადგილებში დაბრუნება.

ფაშინიანმა დასძინა, რომ ასეთი საკითხის ორივე მხარეს შორის განხილვა პროვოკაციულია და ზრდის დაძაბულობას მიმდინარე პოლიტიკურ პროცესში.

ფაშინიანმა გამოთქვა რწმენა, რომ ორივე საკითხს პოლიტიკურ დღის წესრიგში ერთი და იგივე ძალები აყენებენ და ამას იაფფასიანი პოლიტიკური სპეკულაცია უწოდა.

სომხური მედიის შეფასებით, ნიკოლ ფაშინიანი აგრძელებს აზერბაიჯანის სახელმწიფო მედიის ყოველდღიური პროპაგანდის „იგნორირებას“, „მიმდინარე დიდი დაბრუნების“ შესახებ, მათ შორის ე.წ. „დასავლეთ აზერბაიჯანში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×