
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი საქართველოსა და სომხეთს 2029 წელს ფეხბურთში 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის ჩატარებას ულოცავს.
„მინდა, მივულოცო როგორც საქართველოს, ასევე ჩვენ“, – აღნიშნა ნიკოლ ფაშინიანმა.
სომხეთის მთავრობის ხელმძღვანელმა ასევე მადლობა გადაუხადა ქართველ პარტნიორებს და პირადად პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს ამ საკითხთან დაკავშირებით ეფექტური და მჭიდრო თანამშრომლობისთვის.
ფაშინიანის თქმით, ეს ქვეყნის ცხოვრებაში მნიშვნელოვანი მოვლენაა როგორც საფეხბურთო, ასევე ყველა სხვა თვალსაზრისით.
„ახლა კი, როგორც ამბობენ, საქმეს შევუდგეთ. გათვალისწინებულია, რომ, პირველ ყოვლისა, ვიცე-პრემიერ ტიგრან ხაჩატრიანის ხელმძღვანელობით უნდა შეიქმნას შესაბამისი ორგანო“, – განაცხადა სომხეთის მთავრობის მეთაურმა და ხაზი გაუსვა FIFA-სთან და საქართველოსთან იმის განხილვის მნიშვნელობას, იქნება საორგანიზაციო კომიტეტი ერთიანი თუ ცალკე-ცალკე.