რეზონანსი
29.04.2026

ძმები მიქაძეები და გიორგი ჯოხაძე ვერდიქტის მოლოდინში - ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე განაჩენს, მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილი 6 მაისს გამოაცხადებს. 

სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში 14:00 საათზეა დანიშნული. ამ დღეს სავარაუდოდ, საბოლოო სიტყვის უფლებით ისარგებლებს გიორგი მიქაძე.

დღევანდელ სხდომაზე მხარეებმა რეპლიკებით ისარგებლეს. სასამართლოს გარე და შიდა პერიმეტრზე უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომები იყო მიღებული, რადგან  ხშირია ხოლმე შემთხვევა, როცა მიქაძე/ჯანგველაძის გარემოცვის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად უპირისპირდებიან.  

ცნობისთვის, ე.წ. კანონიერი ქურდის ძმა, ლევან ჯანგველაძე ჭავჭავაძის გამზირზე 14 მარტს ჩაცხრილეს. მომხდარზე პოლიციამ 17 მარტს გელა უძილაური დააკავა. მას სასამართლომ უვადო პატირმობა უკვე მიუსაჯა. 

ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე 12 აგვისტოს შსს-მ 3 პირი დააკავა - გიორგი მიქაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი და მამუკა ბაღდავაძე. მათთან ერთად დაუსწრებლად წარეგინათ ბრალი დავით მიქაძეს და გიორგი ჯოხაძეს. ძმები მიქაძეები ოთარ ფარცხალაძის გარემოცვის წევრები არიან. ამავე საქმეზე ბრალდებულია თავად ოთარ რომანოვ ფარცხალაძე, რომელზეც ძებნაა გამოცხადებული. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×