
გერმანიის ეკონომიკა დაღმასვლას განაგრძობს, ხოლო ქვეყნის კანცლერი, ფრიდრიხ მერცი ამაში ყველას ადანაშაულებს, საკუთარი თავის გარდა. ინფორმაციას POLITICO ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მერცი აირჩიეს იმის გამო, რომ მან გერმანიის დასუსტებული ეკონომიკის გაცოცხლების პირობა დადო, თუმცა ერთი წელი გავიდა და მისმა კონსერვატიულმა მთავრობამ ამის გაკეთება ვერ შეძლო.
მის მიმართ უკმაყოფილების ზრდისა და რეიტინგი დაცემის ფონზე, ის სულ უფრო ხშირად აკრიტიკებს ფაქტორებს, რომლებიც მასზე არაა დამოკიდებული, კერძოდ, საუბარია ირანის ომსა და ბრიუსელის მიერ გაფლანგულ ფულზე, წერს გამოცემა.
მიმდინარე კვირას მერცმა კრიტიკის ახალი საგანი მონახა. გერმანიის კანცლერმა, როგორც გამოცემა იუწყება, სტუდენტებთან შეხვედრის დროს განაცხადა, რომ ირანის რეჟიმმა აშშ-ს შეურაცხყოფა მიაყენა. აშშ-ს ომის დასრულების სტრატეგია არ აქვს და ირანთან მოლაპარაკებებმაც შედეგი ვერ გამოიღო, რამაც ენერგომატარებლებზე ფასების ზრდის გამო გერმანული ეკონომიკა დააზარალა.
„ეს დიდი ფული გვიჯდება - გადასახადების გადამხდელების უზარმაზარი ფული - და ეს ჩვენს ეკონომიკურ სიძლიერეს ძირს უთხრის“, - განაცხადა მერცმა. „ირანთან ომს პირდაპირი გავლენა აქვს ჩვენს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ამის გამო ის, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს“.