რეზონანსი
29.04.2026

სომხეთი და საქართველო 2029 წელს FIFA-ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ, - ამის შესახებ FIFA-ს მიერ სოციალურ პლატფორმა X-ზე გამოქვეყნებულ პოსტშია აღნიშნული.

„ეს იქნება FIFA-ს პირველი ტურნირი, რომელიც ორივე ქვეყანაში ჩატარდება“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სომხური მედიის ინფორმაციით, განცხადება იმის შესახებ, რომ FIFA -ს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს 2029 წელს საქართველო და სომხეთი უმასპინძლებენ, FIFA-ს აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე გაკეთდა, რომელიც კანადის ქალაქ ვანკუვერში, სამშაბათს, 2026 წლის 28 აპრილს გაიმართა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×