რეზონანსი
28.04.2026

მადლობა სულხან თამაზაშვილს განვლილი ერთი წლისთვის, გამორჩეული სამსახურისთვის და  დამსახურებისთვის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის - ჩვენი ულამაზესი მხარის და ჩვენი ქვეყნის წინაშე,  -  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის, ზურაბ პატარაძის წარდგენისას განაცხადა. 

მან წარმატება უსურვა სულხან თამაზაშვილს ახალ პოზიციაზე და აღნიშნა, რომ თამაზაშვილის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში, სახელმწიფოს დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის მიმართულებით კიდევ უფრო მეტი წარმატება ექნება. 

"როგორც მოგეხსენებათ, ის ძალიან მნიშვნელოვან საქმეს ჩაუდგა სათავეში, გამორჩეული მნიშვნელობის უწყებას - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობს. აქაც ძალიან ბევრი პრობლემა იყო დაგროვილი კრიმინალის კუთხით. საკმარისად ეფექტიანი არ იყო დანაშაულის წინააღმდეგ  ბრძოლა, რაც კონკრეტულად აჭარის მაგალითზეც ძალიან მკაფიოდ ჩანდა, თუმცა, ამ ერთი წლის განმავლობაში, ამ კუთხითაც გვქონდა სერიოზული მიღწევები და დარწმუნებული ვარ, ბატონი სულხანის მინისტრობის პირობებში და პერიოდში, გვექნება ახალ-ახალი  ძალიან დიდი წარმატებები ამ მიმართულებით, რასაც ჰქვია საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვა, დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა. მინდა, ბატონ სულხანს ვუსურვო ძალიან დიდი წარმატებები ამ საქმიანობაში," - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×