რეზონანსი
27.04.2026

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის, გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, „ნაცმოძრაობა“ თავისი სატელიტი პარტიებით გასაუქმებელია.

მაჭარაშვილის თქმით, ვიდრე ეს არ მოხდება, მანამდე ეს იწილო-ბიწილო იქნება.

„არჩევნებს ყოველთვის აგებენ, რადგან მხარდაჭერა საკუთარი ამომრჩევლიდანაც კი აღარ აქვთ. რატომ? რადგნა არასოდეს არაფერს ასრულებენ, რასაც ამბობენ, თან ღიად უპირისპირდებიან სახელმწიფოს ეროვნულ ინტერესებს, რწმენას, ოჯახურ ღირებულებას. ალიანსის დაშლა გარდაუვალია. ამ გაერთიანებაში ადამიანები ერთმანეთს ვერ იტანენ და მათი ალიანსი როგორ წარმოგიდგენიათ, არსებობდეს?“, – აღნიშნა მაჭარაშვილმა.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×