
აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე სროლის შემდეგ „ფოქს ნიუსს“ განუცხადა, რომ ის და მისი მეუღლე კარგად არიან.
დონალდ ტრამპმა საიდუმლო სამსახურსა და სამართალდამცავ ორგანოებს „შესანიშნავი“ უწოდა.
მისივე თქმით, ეჭვმიტანილი დარბაზში „ეროვნული საფეხბურთო ლიგის მორბენალივით“ შეიჭრა, თუმცა ოფიცრებმა ის გააჩერეს.
სროლის მოტივზე საუბრისას დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ეჭვმიტანილს „დიდი ხანია, სიძულვილი ჰქონდა გულში“ და ეს რელიგიას უკავშირდებოდა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტის თქმით, ეჭვმიტანილი ანტიქრისტიანულად იყო განწყობილი.
„მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ ხარ, გაცილებით მეტ საფრთხეში ხარ, ვიდრე მნიშვნელოვანი პრეზიდენტი თუ არ ხარ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.
შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ისაუბრა ღონისძიების გადადების შესახებაც და აღნიშნა, რომ სინამდვილეში, მისი გაგრძელება სურდა, მაგრამ პროტოკოლმა ამის უფლება არ მისცა.
ბრიტანეთის მეფე ჩარლზ მესამის ვიზიტთან დაკავშირებით დონალდ ტრამპმა დაადასტურა, რომ გეგმის მიხედვით გაიმართება.
„ის შესანიშნავი ადამიანია. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ამას. ის მართლაც ფანტასტიკური ადამიანი, ძალიან კარგი წარმომადგენელი და მამაცია. ჩვენ შესანიშნავად გავატარებთ დროს და ქვეყანას წარმოადგენს ისე, როგორც ვერავინ სხვა“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.
შეგახსენებთ, აშშ-ში, თეთრი სახლის კორესპონდენტების ასოციაციის მიღებაზე, რომელსაც დონალდ ტრამპი ესწრებოდა, სროლა იყო.