რეზონანსი
26.04.2026

მოლდოვის პრეზიდენტი უკრაინაში ჩავიდა. მაია სანდუ კიევში უკრაინის პრეზიდენტს შეხვდა. 

"დღეს მე და მაიამ ძირითადი ყურადღება გავამახვილეთ უსაფრთხოების საკითხებზე, ჩვენს საზღვრისპირა თანამშრომლობაზე, ინფრასტრუქტურის დაცვასა და განვითარებაზე, ენერგეტიკაზე და სიღრმისეულად ვისაუბრეთ ევროკავშირისკენ ჩვენს ერთობლივ სვლაზე", - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.

მედიის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკისთან მოლაპარაკების შემდეგ, სანდუ ჩერნობილში გაემგზავრება და ატომური ელექტროსადგურის კატასტროფის მე-40 წლისთავზე კატასტროფის მსხვერპლთა ხსოვნას პატივს მიაგებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×