რეზონანსი
26.04.2026

 მნიშვნელოვანია იმ გამოწვევების ფონზე, რომელიც ჩვენი ქვეყნის მიმართ, რომელიც არასდროს არ მრავლდება ხოლმე, რომ კოორდინაცია სამართალდამცავი ორგანოებს შორის თვისობრივად კიდევ უფრო მაღალ დონეზე იყოს აყვანილი, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ.

მისივე თქმით, ამ კოორდინაციის მაგალითი ძალადობრივი გზით ქვეყნის ხელისუფლების დამხობის მცდელობა იყო 2025 წლის 4 ოქტომბერს.

„ვნახეთ, რომ ამ კოორდინაციით როგორ მოხერხდა ამ მავნებლობის და დანაშაულის პრევენცია, აღკვეთა. ამიტომაც არის თვისებრივად უმჯობესი, რომ კონკრეტული ადამიანი იყოს, რომელიც სამართალდამცავ ორგანოებს კოორდინაციას გაუწევს, რომ ერთ სისტემად იზრუნონ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებაზე, ჩვენს ქვეყანაში ადამიანის უფლებების განუხრელ დაცვაზე, ადამიანების სიცოცხლესა და უსაფრთხოებაზე", - აღნიშნა არჩილ გორდულაძემ.

კვალიფიციური ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში და პოლიტიკურ პროცესებში - ასე აფასებენ მამუკა მდინარაძის კანდიდატურას მმართველ გუნდში და სამთავრობო ცვლილებებს მნიშვნელოვანს უწოდებენ. როგორც აღნიშნავენ, მდინარაძის საჯარო პოლიტიკაში დაბრუნება „ქართული ოცნების" პოლიტიკურ გუნდს კიდევ უფრო გააძლიერებს. მთავრობის სტრუქტურას დაემატება სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა, რომელსაც მამუკა მდინარაძე დაიკავებს. ის ასევე იქნება ვიცე-პრემიერი. სახელმწიფო მინისტრის ფუნქცია იქნება სუსის, შსს-ს და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის კოორდინაცია, ასევე მისი, როგორც ვიცე-პრემიერის საკურატოროში ყოფნა და დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან, სასამართლოსთან, პროკურატურასთან და აუდიტის სამსახურთან მთავრობის კოორდინაცია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×