
ზუგდიდში "ერთიანი ნეიტრალური საქართველოს" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული წარმომადგენლობა გაიხსნა. პარტიის ლიდერებმა, დადიანების სასახლის ეზოში, 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის მზადების პროცესსა და სამომავლო სტრატეგიებზე ისაუბრეს.
ორგანიზაციის წარმომადგენლებმა საკუთარი პოლიტიკური ხედვები, პრიორიტეტები და რეგიონთან დაკავშირებული გეგმები ადგილობრივ მოსახლეობას გააცნეს.
"ჩვენ ვემზადებით 2028 წლის არჩევნებისთვის, შესაბამისად, პარტიას აუცილებლად ესაჭიროება სტრუქტურული გაძლიერება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ დავიწყეთ რეგიონული წარმომადგენლობების გახსნა. ამ მიზნით, რა თქმა უნდა, შერჩეული გვყავს ჩვენი პარტიის იდეების არა მხოლოდ მხარდამჭერი, არამედ, საკმაოდ სერიოზული წარმომადგენლები, ახალგაზრდულ ჯგუფებთან ერთად, რომლებიც უკვე მუშაობდნენ ოფისის გახსნამდე ნეიტრალიტეტის იდეის ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით და დღევანდელი პრეზენტაციის შემდეგ უკვე, ოფისი აქტიურად დაიწყებს მუშაობას," - აღნიშნა პარტიის "ერთიანი ნეიტრალური საქართველო" რეგიონული მდივანმა, ლევან ნიკოლეიშვილმა.