რეზონანსი
26.04.2026

ეს კატასტროფაა, წარმოუდგენელია ასეთი განცხადება გააკეთოს იმ ორგანიზაციის წარმომადგენელმა, რომლის საფუძველიც დემოკრატიული უნდა იყოს და იყო კიდეც წარსულში, - განაცხადა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძემ პაველ ჰერჩინსკის განცხადების შეფასებისას.

„კიდევ ერთი მაგალითი, რომ ევროპა უნდა დაბრუნდეს ევროკავშირში, რომელიც მთლიანად დაცლილია დემოკრატიისგან, ერების პატივისცემისგან. ერთ ადამიანს მეორე შეცვლის, მთავარია მის უკან მდგომ პირებში დამოკიდებულება შეიცვალოს რათა რეალური ურთიერთობა ჩამოყალიბდეს სახელმწიფოებს შორის", - განაცხადა გორდულაძემ.

ევროკავშირის ელჩისგან, მიერ მიერ გაკეთებული განცხადებების გამო, კითხვებზე პასუხებს ელოდება ხელისუფლება, სწორედ ამ მოტივითაა დაბარებული საგარეო საქმეთა სამინისტროში პაველ ჰერჩინსკი.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×