რეზონანსი
26.04.2026

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის თავმჯდომარე ვარლამ ლიპარტელიანმა ორგანიზაციის რეგიონულ ტურნესთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, დაინტერესება დიდია და ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველთა რაოდენობა იზრდება.

„ვაპირებთ მთლიანად საქართველოს შემოვლას. დაინტერესება საკმაოდ დიდია. ყოველი შეხვედრის შემდეგ მსურველების რაოდენობა იმატებს. ვიცით, რომ დარეგისტრირება QR კოდით ხდება, შესაბამისად ივსება კითხვარი და მათთვის რაც უფრო მნიშვნელოვანი და პრიორიტეტულია, იმ საკითხებზე ვსაუბრობთ. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო შეხვედრა გამოგვივა სამცხე-ჯავახეთში, რადგან მსურველთა რაოდენობა ბევრია და დარწმუნებული ვარ, ნაყოფიერი შეხვედრა იქნება. ჩვენი მთავარი გზავნილი და ამოცანაა, რომ რაც შეიძლება მეტი დისკუსია იყოს ახალგაზრდებს შორის და მეტად იყვნენ ჩართულები პოლიტიკურ პროცესებში", - აღნიშნა ლიპარტელიანმა.

„ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის მორიგი რეგიონული კონფერენცია დღეს ბორჯომში მიმდინარეობს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×