რეზონანსი
26.04.2026

საქართველოს პროკურატურა საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს პროკურატურა ეხმაურება ტელეკომპანია „ტვ პირველის“ მიერ მომზადებულ მორიგ დეზინფორმაციულ სიუჟეტს, პრეზიდენტის სასახლის შტურმის სისხლის სამართლის საქმის პროკურორის თამარ ბეჟუაშვილის შესახებ.

- ბოლო თვენახევრის განმავლობაში ტელეკომპანია მიზანმიმართულად უკვე მეორედ ამზადებს სიუჟეტს   პროკურორის მამის ბიზნესსაქმიანობის შესახებ და სრულიად დაუსაბუთებლად აკავშირებს  თამარ ბეჟუაშვილის პროფესიულ საქმიანობასთან.

- ასევე აღსანიშნავია,რომ სიუჟეტში გამოყენებული რესპოდენტები, მაგალითად: გიორგი ბერიშვილი და თეიმურაზ ყარმაზანაშვილი, რომლებიც ცილისმწამებლურ განცხადებებს აკეთებენ ბეჟუაშვილის და მისი ოჯახის წინააღმდეგ არერთ სისხლის სამართლის საქმეზე თავად არიან მსჯავრდებულები და ბრალდებულები სახელმწიფოსთვის  გადასახადების დამალვის და თაღლითობის სისხლის სამართლის საქმეებზე.  ყოვლად გაუგებარია აღნიშნულთან პრეზიდენტის სასახლეზე შტურმის სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირება  და  იმის ნაცვლად, რომ სასამართლოში შეჯიბრებითობის პრინციპით, კვალიფიციურად განახორციელდეს სისხლის სამართლის საქმის განილვა, მედიასაშუალება მიზანმიმართულად  თავს ესხის საქმის პროკურორს  და  სრულიად  დაუსაბუთებლად ეწევა დეზინფორმაციულ კამპანიას. 

- საქართველოს პროკურატურა არ დაუშვებს გახმაურებული სისხლის სამართლის საქმეების პროკურორებზე  მსგავსს თავდასხმებს, რომელიც პროკურორის და უწყების დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და  შესაბამისი რეაგირება ექნება. აქვე ავღნიშნავთ, რომ მსგავსი უსაფუძვლო და მიზანმიმართული კამპანია ვერ იქონიებს გავლენას და ვერ შეუშლის ხელს ობიექტური მართლმსაჯულების განხორციელებას“ - აღნიშნულია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×