რეზონანსი
25.04.2026

ძალიან კარგია, რომ სუს-ი ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას, გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს გაგვაცნობენ, - განაცხადა გადაცემაში „დღის ქრონიკა“ საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილე ლევან მაჭავარიანმა ბლაჟევიჩთან დაკავშირებით.

კერძოდ, ლევან მაჭავარიანმა უპასუხა კითხვას, „ბოლო დროს საკმაოდ ხშირად ისმის რევოლუციურ სცენარზე საუბარი, იგივე ოპოზიციის მიერ დაანონსებული აქცია 26 მაისს, ბლაჟევიჩთან ურთიერთობები, ტრენინგები მისი მხრიდან. როგორ ფიქრობთ, ბლაჟევიჩის ფაქტორი ამ შემთხვევაში რამდენად საფრთხილოა. წავლენ თუ არა ვა-ბანკზე რადიკალები თუნდაც მაისის თვეში და ზოგადად, რამდენად არსებობს ამის რესურსი?“

მაჭავარიანის თქმით, ეს ვითარება საფრთხილო ნამდვილად არის.

„ნებისმიერი ასეთი საკითხი საფრთხილოა. ჩვენ ყოველთვის ფრთხილად ვეკიდებით, არ აქვს მნიშვნელობა ოპოზიცია გამარგინალებულია თუ არა, ყველაფრის მკადრებლები არიან. აქედან გამომდინარე, სიფრთხილე ყოველთვის გვმართებს.

ძალიან კარგია, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ყველაფერთან დაკავშირებით ფლობს ინფორმაციას. გამოძიებაც დაწყებულია კონკრეტულად მაგ მიმართულებით და ისინი გაგვაცნობენ ახლო მომავალში გამოძიების შედეგებს. შესაბამისად, უსაფრთხოების სამსახური ყველანაირ რისკს გადააზღვევს ჩვენი ქვეყნისთვის. მინდა, გავაფრთხილო აბსოლუტურად ყველა, ვინც მონაწილეობს ან თავში აქვს გავლებული, რომ მონაწილეობა უნდა მიიღოს ქაოსის შემოტანასა და ქვეყანაში სიტუაციის არევაში, რომ აბსოლუტურად ყველანი იდენტიფიცირებულები იქნებიან და დაისჯებიან კანონის უმკაცრესი ფორმით“, - აღნიშნა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×