რეზონანსი
25.04.2026

პარტია „ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივანი, გურამ მაჭარაშვილი საქართველოში ევროკავშირის ელჩის პაველ ჰერჩინსკის განცხადებას მედიასთან გამოეხმაურა. მისი თქმით, ელჩის ქმედება ადასტურებს იმას, რომ ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია.

„ჰერჩინსკის მივმართავ: ბნელ წარსულში რომ არ გვინდა დავბრუნდეთ და თქვენ რომ გვაბრუნებთ „ნაცმოძრაობის“ რეჟიმში?! მხარს რომ უჭერ „ნაცმოძრაობას“, აი იმ ბნელ წარსულში დაბრუნება არ უნდა საზოგადოებას.

27 ელჩს, ხელი რომ ჩაჰკიდე და მიიყვანე იუსტიციის სამინისტროში, კვდება სააკაშვილიო, ხომ არ მოკვდა?! ხომ მშვენივრად გამოიყურება ახლა?! ამასთან დაკავშირებით ვინმემ ბოდიში მოიხადა?! - არავინ! რეზოლუციებში რომ მოუწოდებდით, სამხედრო კონფლიქტში შესულიყო საქართველო, სანქციები დაეწესებინა რუსეთისთვის, ასევე გამოეშვა კრიმინალი სააკაშვილი... ეს განცხადება მორიგ ჯერზე ადასტურებს იმას, რასაც ჩენ ვამბობდით - ევრობიუროკრატია სერიოზულ კრიზისშია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.

საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა: „ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ საქართველო და შესანიშნავი, თბილი, სტუმართმოყვარე ქართველი ხალხი დაბრუნდეს ძალადობის, სამოქალაქო ომის, სიღარიბის, გაჭირვების, კორუფციის ბნელ დროში“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×